ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი, ამჟამად რუსული "ანჟის" თავკაცი, გუუს ჰიდინკი აცხადებს, რომ ეს სეზონი მისთვის ბოლო იქნება.
"თავდაპირველად, როცა "ანჟიში" მოვედი, არ მქონდა ასეთი რამ გადაწყვეტილი. მინდოდა, უფრო დიდხანს დავრჩენილიყავი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზეც რომ გავიდეთ, გაჩერების დრო მოვიდა. პრინციპის საკითხია, უკვე 66 წლის ვარ, ეს კი საკმაოდ დიდი ასაკია", - თქვა გუუს ჰიდინკმა.
წინასწარი ცნობებით, ჰიდინკი ტელევიზიაში გააგრძელებს მუშაობას - მას NOS-თან აქვს გაჩაღებული მოლაპარაკებები.