2:56 PM ჰარტმა Golden Gloves-ის ჯილდო ზედიზედ მესამედ მოიგო | |
![]() ინგლისის ეროვნული ნაკრების გოლკიპერი ჯო ჰარტი ზედიზედ მესამე წელიწადია, რაც Golden Gloves-ის ჯილდოს მფლობელი ხდება. მიმდინარე სეზონში მან 17 "მშრალი” შეხვედრა ჩაატარა. ჰარტის გადასწრების შანსს "ჩელსის” გოლკიპერი პეტერ ჩეხი ინარჩუნებდა, თუმცა გუშინდელ შეხვედრაში (2:2) "ტოტენჰემის” ფორვარდის ემანუელ ადებაიორის გოლმა ჩეხ მეკარეს ეს შანსიც გაუქრო. ჰარტმა მიმდინარე სეზონში 31 გოლი გაუშვა, საშუალოდ მატჩში – 0,86. აღსანიშნავია, რომ "სიტის” გოლკიპერს, "მშრალი” შეხვედრების რაოდენობის გათვალისწინებით, თავისივე რეკორდის დამხობა შეუძლია, 2010/11 წლების სეზონში მან 18 მატჩში არ გაუშვია საკუთარ კარში გოლი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |