11:32 AM
ჰამშიკი: "სკუდეტოს მოგების დიდი შანსი გვაქვს"


დღეს დილით გამოცემა „ Football Italia”-იამ ნეაპოლური გუნდის ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკის ინტერვიუ გამოაქვეყნა. სლოვაკი ფეხბურთელის განცხადებით, მისი გუნდი ქვეყნის პირველობისათვის აუცილებლად იბრძოლებს.

"სკუდეტოს მოგების დიდი შანსი გვაქვს. მიმდინარე სეზონში "ნაპოლი" ძლიერად გამოიყურება. ბოლო წლების განმავლობაში მოთამაშეებმა დიდი გამოცდილება შევიძინეთ და მაღალი მიზნების მისაღწევად უკვე მზად ვართ."

"სპეციალისტების მტკიცებით, „იუვენტუსი" დაუმარცხებელთა კატეგორიას განეკუთვნება. ამ ადამიანებს შევეკამათები, რადგან ტურინელებს ჩემი გუნდი არ ჩამოუვარდება და დიდ მეტოქეობასაც გაუწევს."

"ლავეცის წასვლის მიუხედავად „ნაპოლიმ" ძირითადი ბირთი შეინარჩუნა. არ შემიძლია პანდევისა და კავანის გარჯა არ აღვნიშნო. მათ მეორე სუნთქვა გაეხსნათ და მინდორზე თავდაუზოგავად იბრძვიან. მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ გამარჯვებულის ფსიქოლოგია ჩამოგვიყალიბა. „ნაპოლი" ახალი წარმატებების მისაღწევად უკვე მომწიფებულია." - განაცხადა მარეკ ჰამშიკმა
.
ნანახია: 292 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: