4:00 PM ჰალკს “ჩელსიში” სურს? | |
![]() კონფედერაციის თასის გათამაშების დასრულების შემდეგ, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის” თავდამსხმელი, საკუთარ მომავალს სერიოზულად განიხილავს. მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ფეხბურთელის თამაშით, ლონდონის "ჩელსის” ახლადწვეული მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული. პორუტგალიელ სპეციალისტს, ამ ზაფხულს, ჰალკის გადაბირება სურს. მოთამაშემ თავად უკვე დაადასტურა "არისტოკრატთა” დაინტერესება. ახლა, როგორც Daily Mailიტყობინება, ჰალკს "სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგების დიდი სურვილი გააჩნია. მის შესაძენად კი ლონდონელებს 35 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდა მართებთ. წყარო ასევე იტყობინება, რომ ჰალკმა ამბიციური "მონაკო” უარით გაისტუმრა, რომელიც ამჟამად ვარსკვლავების ძიებაშია. წყარო: Daily Mail | |
|
სულ კომენტარები: 0 | |