9:54 PM ჰალკმა მოურინიოს მხრიდან მის მიმართ ინტერესი დაადასტურა | |
![]() "ჩელსი” მზადაა სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს” თავდამსხმელის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს. ამის შესახებ პრესას თავად ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა აცნობა. თუმცა ჯერჯერობით არც "ჩელსის” და არც "ზენიტს” ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ. "მას შემდეგ, რაც "არისტოკრატებმა” ფალკაოს ხელში ჩაგდება ვერ მოახერხეს, პორტუგალიელ სპეციალისტს "ჩელსის” თავდასხმის ხაზის გაძლიერება სწორედ ჰალკით სურს”, – ამავდროულად, იტყობინება სანდო წყარო. თავად ბრაზილიელს რაც შეეხება, მას სანქტ-პეტერბურგის დატოვება სურს, რადგან "ზენიტში” თავს კარგად არ გრძნობს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულში რუსულმა კლუბმა "პორტუს” ჰალკის სანაცვლოდ 40 მილიონი გადაუხადა. წყარო: Daily Mail | |
|
სულ კომენტარები: 0 | |