11:58 AM ჰაინკესმა შესაძლოა გერმანიის ნაკრების თავკაცის პოსტზე ლიოვი შეცვალოს | |
![]() მიუხედავად იუპ ჰაინკესის გუშინდელი გამოსამშვიდობებელი პრეს-კონფერენციისა, გერმანიაში სჯერათ, რომ იგი შესაძლოა დაბრუნდეს. საკითხი იმის შესახებ, რომ საბოლოოდ გადაწყვიტა თუ არა ჰაინკესმა თავისი მომავლის ბედი, ღიად რჩება. "პირადად მე სიტყვა "საბოლოო”-ს გამოყენება არ მიყვარს. ცხოვრება სამუშაოს შემდეგაც გრძელდება და მისით სარგებლობა ჯერ კიდევ მსურს”, – ციტირებს ჰაინკესის სიტყვებს "ბაიერნის” ოფიციალური საიტი. Bild-ის ინფორმაციით, იუპ ჰაინკესი შესაძლოა სამუშაოს კვლავ დაუბრუნდეს, თუმცა მხოლოდ გერმანიის ეროვნული ნაკრების გამო. მაღალია ალბათობა იმისა, რომ იოაჰიმ ლიოვი 2014-წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაკავებულ პოსტს ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს. ამ ეტაპზე ჰაინკესი ლიოვის ადგილის დაკავების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად ითვლება. ერთი წლის განმავლობაში იგი მშვიდად დასვენებას მოასწრებს, შემდეგ კი შესაძლოა ის თანამდებობა დაიკავოს, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა, უფრო მეტიც, ნაკრების ხელმძღვანელობას იმდენი ენერგია არ დასჭირდება, რამდენიც "ბაიერნს” დაახარჯა. წყარო: Bild | |
|
სულ კომენტარები: 0 | |