8:50 PM
ჰაინკესმა ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია გააკრიტიკა



68-წლის სპეციალისტმა ბრაზილიური ფეხბურთის ფედერაციის მიმართ, უკომპრომისო პოზიციის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ FFB-მ დანტე და ლუის გუსტავო აიძულა ეროვნული ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გამგზავრებულიყვნენ. სწორედ ამიტომ, ისინი გერმანიის თასის ფინალს გამოტოვებენ.

"ამის უბრალოდ არ მესმის. ფეხბურთელებისთვის ეს დიდი იმედგაცრუებაა. არ მიწევდა ხშირად იმის ნახვა, რომ მოთამაშეები ასე უხალისოდ მიდიოდნენ ნაკრების დასახმარებლად”, – განაცხადა იუპ ჰაინკესმა.

ვარაუდობენ, რომ დღეს "რეკორდმაისტერის” სასტარტო შემადგენლობაში დანტეს ადგილს დანიელ ვან ბუიტენი დაიკავებს.

წყარო: www.fcbayern.t-com.de

ნანახია: 313 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: