12:58 PM ჰაინკესი თავის მომავალთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას სამშაბათს გვაცნობებს | |
![]() "ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა გერმანიის თასის ფინალში გამარჯვებით გამოწვეული ემოციები გაგვიზიარა, ასევე განაცხადა, თუ როდის მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. "ეს ძალიან ემოციური მომენტია. ყველამ ნახა, რომ ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები და შესანიშნავი გუნდი გვყავს. ჩემმა ბიჭებმა მაგარი საჩუქარი გამიკეთეს. ეს ტრიპლეტი განსაკუთრებულია”. "ჩემს მომავალთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას სამშაბათს გასამართ პრეს-კონფერენციაზე გაცნობებთ”, – განაცხადა იუპ ჰაინკესმა. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში "ბაიერნმა” ყველა, სამივე ტურნირი მოიგო, სადაც მონაწილეობას იღებდა. მიუნხენელებმა ჩემპიონატი და გერმანიის თასი მოიგეს, გარდა ამისა ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართეს. წყარო: Bild | |
|
სულ კომენტარები: 0 | |