11:18 PM ჰაინკესი სამწვრთნელო საქმიანობაში შესვენებას იღებს | |
![]() დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იუპ ჰაინკესი მიუნჰენის "ბაიერნს” დაემშვიდობა. "რთული წელი იყო. ზეიმის მიზეზი არ მქონდა მას შემდეგ, რაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში დავმარცხდით "ჩელსისთან”. თუმცა იმ მომენტიდან მოყოლებული ჩვენმა გუნდმა პროგრესი განიცადა.” "სეზონის დამთავრებისას ჩემით ბევრი კლუბი ინტერესდებოდა, მათ შორის ძალიან მდიდარი გუნდებიც, თუმცა ფულს მნიშვნელობა არ აქვს.” ასევე, ჰაინკესმა კომენტარი გააკეთა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ის მადრიდის "რეალს” ჩაიბარებდა: "ახლა შესვენება უნდა ავიღო, მაინც უკვე 68 წლის ვარ. დროა დასვენებისა და სიცოცხლით დატკბობისა.” | |
|
სულ კომენტარები: 0 | |