10:05 PM
ჰაინკესი: “მწვრთნელობას აღარ ვაპირებ”




დღეს მიუნხენის "ბაიერნის” ყოფილმა დამრიგებელმა, რომელმაც გასული სეზონი ტრიუმფით დაასრულა, განაცხადა, რომ მწვრთნელობა აღარ სურს.

"არ მიყვარს ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, ამგრამ ვიტყვი, რომ მწვრთნელობას აღარ ვაპირებ. კლუბმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მთავარი მწვრთნელის პოსტზე პეპ გვარდიოლა დანიშნა. რა თქმა უნდა, რომ არა ღირსეული შემცვლელის მოსვლა, "ბაიერნის” ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის გაგძელებაზე ვიფიქრებდი, თუმცა ახლა ეს საჭირო აღარაა”, – განაცხადა იუპ ჰაინკესმა.

შეგახსენებთ, რომ მედია ჰაინკესის სახელს აქტიურად უკავშირებდა მადრიდის "რეალს”. გარდა ამისა, მას გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზეც მოიაზრებდნენ.

წყარო: Spiegel

ნანახია: 351 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: