11:13 AM
ჰაინკესი: "ბუნდესლიგაში არ არსებობს სუსტი გუნდი"



მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, კომენტარი გააკეთა საკუთარი გუნდის "გროიტერ ფიურტთან" გამარჯვებაზე.

"ჩვენ კმაყოფილები ვართ შედეგით და კარგია კარის მშრალად შენახვა. თუმცა, მოთამაშეებისთვის ცნობილია, რომ მათ შეუძლიათ ბევრი რამის უკეთესად გაკეთება. გუნდი არასაკმარისად მოქნილად მოქმედებდა, მაგრამ ასევე არსებობს დადებითი ფაქტი-ჩვენ ვიცით, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ვარჯიშის დროს."-აცხადებს იუპ ჰაინკესი.

"თამაშის გაგრძელება ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ძალზე გამომწვევია. ამ ყველაფერს პლიუს ისიც დაემატა, რომ სტუმრები შესანიშნავად მოქმედებდნენ. ისინი ოსტატურად იცავდნენ თავს, ცდილობდნენ კომპაქტურად ემოქმედათ და კონტრშეტებეზე ყოველთვის ორიენტირებულნი იყვნენ."

"დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ იყო იმის დამადასტურებელი, რომ ბუნდესლიგაში არ არსებობს იოლად დასამარცხებელი გუნდი."-დაასრულა მიუნხენური კლუბის მენტორმა.
ნანახია: 269 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: