11:56 AM
ჰაინკესი: “ბევრი ამბობდა, რომ უინტერესო მატჩი იქნებოდა”



მიუნხენის "ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა დორტმუნდში (1:1) თავისი გუნდის ფრეზე ისაუბრა.

"ძალიან ინტენსიური მატჩი გამოვიდა, სადაც არცერთ გუნდს შრომის გარეშე არაფერი არ მოუპოვებია”, – აცხადებს გამოცდილი სპეციალისტი.

"ბევრი ამბობდა, რომ იმის გათვალისწინებით, თუ "ბაიერნის” სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელები დაისვენებდნენ, უინტერესო მატჩი იქნებოდა. თუმცა ეს ასე არ იყო”.

შეგახსენებთ, რომ მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინანდელ "რეპეტიციაზე” მეტოქეები ერთმანეთს ფრეზე გაეყარნენ – გროსკროიცმა და გომესმა გაიტანეს. გარდა ამისა, ლევანდოვსკიმ პენალტი ვერ გამოიყენა, რაფინია კი მოედნიდან გააძევეს.

ნანახია: 300 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: