4:35 PM
ჰაინკესი: “ახალი ისტორია შევქმენით”


მიუნხენის "ბაიერნის” მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის თქმით, ამ სეზონში კლუბზე ახალი ისტორია დაიწერა.

შეგახსენებთ, რომ "რეკორდმეისტერებმა” მოიგეს ბუნდესლიგა, გერმანიის თასის ფინალში გაეჯიბრებიან "შტუტგარტს” და 25 მაისს, "უემბლიზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბორუსია "დორტმუნდს” დაუპირისპირდებიან.

"კლუბმა ახალი ისტორია შექმნა. ჩემ ბიჭებს ესმის, თუ ამ სეზონში რამდენის მიღწევა შეძლეს და ვცდილობთ დარჩენილ ორ ტურნირში, რომელშიც ვმონაწილეობთ წარმატებას მივაღწიოთ”.

"ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი გავიმარჯვოთ ყველგან და ყოველთვის. ვმუშაობთ იმისათვის, რომ შევისწავლოთ ჩვენი ესა თუ ის შეცდომა და მომავალში აღარ დავუშათ ის. ერთ-ერთია ფინალი ალიანს არენაზე 2012 19 მაისს, სადაც ჩვენი შეცდომების ხარჯზე მეტოქემ გაიმარჯვა და ვეცდებით ეს წელს აღარ განმეორდეს. ახლა მთელი გუნდი ერთმუშტადაა შეკრული”-განაცხადა ჰაინკესმა მიცემულ ინტერვიუში.

ნანახია: 269 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: