2:42 PM “ჰაიდუკის” გაბრაზებულმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია დროზე ადრე დატოვა | |
![]() 8 აგვისტოს "დილა” სპლიტის "ჰაიდუკთან” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს გამართავს. როგორც ჩანს, ხორვატიაში მოგების შემდეგ (0:1), გორელებმა მეტოქე, განსაკუთრებით კი მისი მწვრთნელი გააბრაზეს და ხვალ მოედანზე არასასიამოვნო ბრძოლასაც გაუმართავს. გიორგი დევდარიანის შემდეგ "მიხეილ მესხის” სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში სპლიტის "ჰაიდუკის” მთავარი მწვრთნელი იგორ ტუდორი გამოჩნდა, რომელმაც ჯერ ინგლისურ ენაზე საუბარი არ მოისურვა, შემდეგ კი პრესკონფერენცია დროზე ადრე დატოვა. ტუდორმა მიზეზად ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი ინგლისური ენის თარჯიმანი დაიწუნა, უფრო სწორად მისი ინგლისური. მანამდე კი აი ეს თქვა: "გუნდში არის ძალიან ოპტიმისტური განწყობა. ძალიან ცუდია, რომ ვიწყებთ წაგებული თამაშიდან, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ჩვენ უნდა ვეცადოთ მდგომარეობის გამოსწორებას. ოპტიმიზმის საშუალებას პირველი თამაში მაძლევს, რომელიც შინ გავმართეთ. ჩვენ არ გაგვიტანია გოლი, წავაგეთ, მაგრამ უკეთესი გუნდის შთაბეჭდილება დავტოვეთ”. პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა "ჰაიდუკის” კაპიტანი, რომელსაც სიტყვის თქმა არ დასცალდა. "დილას” რთული მატჩი ელის, გულშემატკივრის თანადგომა კი განსაკუთრებით სჭირდება, ამიტომ ყველანი სტადიონზე!!! მანანა სურმანიძე, Geosports.ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |