2:16 PM გვარდიოლას სუარესის ყიდვა სურს | |
![]() როგორც Mirror იუწყება, ხოსეპ გვარდიოლა, რომელიც მომავალი სეზონიდან მიუნხენის "ბაიერნს” გაწვრთნის, "ლივერპულის” ფორვარდით, ლუის სუარესითაა დაინტერესებული. როგორც გახსოვთ, ლუისმა 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო ბრანისლავ ივანოვიჩისთვის კბენის გამო, ამიტომ ურუგვაელს მომდევნო სეზონის დასაწყისის გამოტოვება მოუწევს, თუ, რა თქმა უნდა, მერსისაიდელების რიგებს შემორჩა. მოგეხსენებათ, ადრე "ლივერპულმა” განაცხადა, სუარესი არ იყიდებაო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯესმა კი პირდაპირ აღნიშნა, ეს ფეხბურთელი მჭირდებაო, თუმცა ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ინგლისური მხარე 50 მილიონ ფუნტს მიიღებს, ეს თანხა კი დასაფიქრებლად ღირს. არის კიდევ ერთი დეტალი- თუკი სუარესს წასვლა უნდა, მან "ბაიერნის” წინადადება უნდა მიიღოს, რაც "ლივერპულის” ფანატებისთვის იქნება იმის მანიშნებელი, რომ თავად მოთამაშეს სურდა წასვლა და არა კლუბს მისი გაყიდვა! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |