9:58 PM გვარდიოლას აბიდალის “ბაიერნში” ხილვა სურს | |
![]() მოგეხსენებათ, ფრანგი მცველი თავისუფალი აგენტია. ცოტა ხნის წინ, "ბარსელონამ” დაადასტურა, რომ 33-წლის ფრანგ მცველს ერიკ აბიდალს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებდა, რომელიც ფეხბურთს კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დაუბრუნდა. მიუხედავად ამისა, ერიკი საინტერესო შეთავაზებების გარეშე არ დარჩენილა – თავიანთი გუნდის რიგებში ფრანგის ხილვა "პსჟ”-სა და "მონაკოს” ხელმძღვანელებს სურთ. თუმცა, თავად აბიდალის განცხადებით, იგი შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნში” აღმოჩნდეს, რომელსაც მომდევნო სეზონიდან "კულეების” ექს-მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ჩაიბარებს. "გვარდიოლამ ჩემს სიტუაციასთან დაკავშირებით ყველაფერი დაწვრილებით იცის და სურს, რომ თავის გუნდში მიხილოს. თუმცა "ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა და პრეზიდენტმა, რომლებიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი აზრი უნდა გამოთქვან”, – აცხადებს აბიდალი Telefoot-თან ინტერვიუში. "ბაიერნის” მაისურის მორგებით მოხარული დავრჩები – მიუნხენური კლუბი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში, და, ამავდროულად, ამ გუნდის ლიდერ ფრანკ რიბერისთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. სწორედ ამიტომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არანაირი უპირატესობა არ გამაჩნია, თუმცა მიუნხენი საინტერესო ვარიანტია. გარდა ამისა, ჩემთან თანამშრომლობა სხვა კლუბებსაც სურთ – მაგალითად, "მონაკოს”. საფრანგეთში დაბრუნება ჩემი კარიერის ციკლის შესანიშნავი დასრულება იქნებოდა”, – დაასრულა ფრანგმა. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |