9:02 PM
გვარდიოლამ "ბაიერნის" გამო სეზონში 20 მილიონზე და ვერტმფრენზე უარი თქვა



როგორც აღმოჩნდა, "ბარსელონას" ყოფილ და მიუნხენის "ბაიერნის" მომავალ მწვრთნელს "ჩელსისთვის" უარი შეუთვლია.

თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, რომან აბრამოვიჩი გვარდიოლას გასაოცარ კონტრაქტს სთავაზობდა: 20 მილიონი ევრო სეზონში და 100-150 მილიონი ევრო ტრანსფერებისთვის. ამასთანავე "არისტოკრატთა" მფლობელი პეპს საკუთარ ვერტმფრენს გამოუყოფდა, რომელიც ყოველი ვარჯიშის შემდეგ სპეციალისტს სახლში გადაიყვანდა.

მაგრამ, როგორც ვიცით, გვარდიოლამ "ბაიერნი" აირჩია. გერმანულ გრანდში ესპანელი წლიურად 8-9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
 
ნანახია: 283 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: