0:09 AM
გვარდიოლა მეოთხე სპეციალისტი გახდება, რომელსაც "ბარსელონაშიც" და "ბაიერნშიც" უმუშავია



საინტერესო ინფორმაცია მიუნხენურ და კატალონიურ გრანდებზე.

როგორც უკვე ცოტა ხნის წინ შეგატყობინეთ, "ბარსელონას" ექს-მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მიუნხენის "ბაიერნთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მიუნხენელებს სათავეში 2013-წლის ივნისიდან ჩაუდგება.

ასე რომ, 41-წლის მთავარი მწვრთნელი მეოთხე სპეციალისტი გახდება, რომელსაც როგორც "ბაიერნში", ისევე "ბარსელონაში" უმუშავია. ადრე ამ ორ გრანდს რიხარდ კონი, უდო ლატეკი და ლუის ვან გაალი წვრთნიდნენ, იტყობინება Infostrada.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დასრულების შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.
 
ნანახია: 262 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: