5:03 PM
გვარდიოლა: "ჩელსი", "იუნაიტედი" ან "სიტი"




ესპანელ სპეციალისტს ამ სამ კლუბს შორის მოუწევს არჩევნის გაკეთება.

ესპანეთის პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,პეპ გვარდიოლას აგენტმა განაცხადა,რომ სპეციალისტს ფეხბურთში დაბრუნება მომდევნო სეზონში სურს.პეპს პრემიერ ლიგის სამი კლუბისგან აქვს შემოთავაზება და იგი ამ სამ კლუბს შორის გააკეთებს არჩევანს.

"ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი გვარდიოლას ძალიან მაღალ ხელფასს სთავაზობს,მოგეხსენებათ,რომ უკვე კარგა ხანია,რაც რუსი ბიზნესმენი ესპანელი სპეციალისტის კლუბში გადაბირებას ცდილობს.

"იუნაიტედში" მას აქვს შანსი შეცვალოს სერ ალექს ფერგიუსონი.ეს ძალიან დიდი გამოწვევაა,მაგრამ მეორე საკითხია ის,თუ როგორ შეცვლის იგი ლეგენდარულ შოტლანდიელ მთავარ მწვრთნელს.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ფერგიუსონი ნიუ-იორკში ჩაფრინდა,რათა ესპანელთან ესაუბრა და სავსებით შესაძლებელია,სამუშაოც შეეთავაზებინა.

ასევე არ უნდა დავივიწყოთ "სიტი".გარდა ძალიან მაღალი ანაზღაურებისა,კლუბის სპორტული დირექტორია ჩიკი ბერგისტაინი,რომელთანაც ერთად გვარდიოლა "ბარსელონაში" წარმატებით მუშაობდა.ამ ყველაფერს კი ისიც ემატება,რომ კლუბის მფლობელი შეიხები გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის მიმართ ნდობას თანდათან კარგავენ და მისი შეცვლა "ბარსელონას" ექს-მთავარი მწვრთნელით სურთ.
 
ნანახია: 272 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: