4:26 PM გვარდიოლა “ბარსელონაში” დაბრუნებას არ აპირებს | |
![]() პეპ გვარდიოლა თვლის, რომ გასულ ზაფხულს მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც "კამპ ნოუ” დატოვა. "ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი დაიხურა. ფანტასტიური დრო გავატარე, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა”, – აცხადებს პეპ გვარდიოლა. "ბარსელონაში” ბედნიერი ვიყავი. იმ ადამიანებთან, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდი, შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა”. "ვამაყობ იმით, რომ "ბარსელონას” ნაწილი ვიყავი, თუმცა ცხოვრება გრძელდება და ახალი მიზნების დასახვას გვაიძულებს. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო”. "ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. დასასრული მაშინ დგება, როდესაც შენ გააცნობიერებ, რომ საკმარისად იმუშავე. უკეთესია კლუბის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო, სანამ შენს ადგილას ამ გადაწყვეტილებას სხვა მიიღებს”, – დაამატა "ბაიერნის” მომავალმა მწვრთნელმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |