1:58 PM
გვარდიოლა "ბაიერნს" ჯერ კიდევ დეკემბერში შეუთანხმდა



მოლაპარაკებების დეტალებზე "ბარსელონას" ექს-მთავარი მწვრთნელის აგენტმა ხოსეპ მარია ორობიტგმა ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოფიციალურად დადასტურდა ის ინფორმაცია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნს" სათავეში პეპ გვარდიოლა ჩაუდგება.

"ყველაფერი უკვე 20 დეკემბერს იყო გადაწყვეტილი. არჩევანი "ბაიერნზე" შევაჩერეთ, რადგან ამ კლუბის ხელმძღვანელობის შემოთავაზება ძალიან ოპტიმალური იყო. საქმე ფულს არ ეხება, არამედ ორგანიზაციას, პოტენციალს და ძლიერ ფეხბურთელებს",-განაცხადა აგენტმა.

"ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით "რომასთან", "მილანთან"... თუმცა, ამ კლუბებთან საბოლოოდ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ".
 
ნანახია: 282 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: