12:11 PM
გვარდიოლა ასისტენტებად ბაჯოსა და ლუის ენრიკეს აიყვანს?



პეპმა მიუნხენის "ბაიერნში" შესაძლოა ახალი სამწვრთნელო შტაბი ჩამოაყალიბოს.

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ზაფხულში "ბაიერნს" პეპ გვარდიოლა ჩაიბარებს. ახლა კი ყველას უჩნდება კითხვა: ვინ იქნება ესპანელი სპეციალისტის ასისტენტი?

Mundo Deportivo-მ გვარდიოლასთან ერთად მიუნხენურ გრანდში მუშაობის კანდიდატები დაასახელა, რომლებიც რობერტო ბაჯო და ლუის ენრიკე აღმოჩნდნენ, მათ "ბაიერნის" ხელმძღვანელობა უახლოეს დროში ოფიციალურად მიმართავს.

ამჟამად, ეს ორივე სპეციალისტი უმუშევარია. ლუის ენრიკე გასულ ზაფხულს "რომადან" გაანთავისუფლეს, რომაულ კლუბში დანიშვნამდე კი "ბარსელონა ბ"-ს წვრთნიდა, ხოლო რაც შეეხება მეორე კანდიდატს, ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა რობერტო ბაჯომ სამწვრთნელო ლიცენზია რამოდენიმე თვის წინ მიიღო. მოსალოდნელია, რომ გვარდიოლა უახლოეს მომავალში ამ სპეციალისტებთან ერთად "რეკორდმაისტერის" ახალ სამწვრთნელო შტაბს ჩამოაყალიბებს.
ნანახია: 295 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: