9:43 PM
გვარდიოლა: “100%-ით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ”



"ბაიერნის” თავკაცი ფრანკფურტში მინიმალური ანგარიშით მოპოვებული გამარჯვებით კმაყოფილია.

"წინა კვირაში გამართული შეხვედრისგან განსხვავებით, თამაშს ბევრად უკეთ ვაკონტროლებდით. "გლადბახს” კონტრშეტევის უფრო ხშირად განხორციელების საშუალებას ვაძლევდით. დღეს ყველაფერი ბევრად უკეთესი იყო”.

"ამ კვირაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრების განკარგულებაში იყო და მოსამზადებლად მხოლოდ სამი დღე გვქონდა. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. 100%-ით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ”, – განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

"დღეს უპირობოდ გამარჯვება და სამი ქულის გამომუშავება გვინდოდა. ლამაზად თამაშს არ ვაპირებდით, უბრალოდ მეორე გამარჯვების მოპოვება გვსურდა, რაც მოვახერხეთ კიდეც”, – დაამატა მანუელ ნოიერმა.

წყარო: FCBayern.t-com.de

ნანახია: 323 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: