9:27 AM გუტი: მესი რონალდუზე უკეთესია! | |
![]() "რეალის” ლეგენდა მიიჩნევს, რომ ლიონელ მესი უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუ. გუტიმ განაცხადა, რომ მესი საპასუხისმგებლო მომენტში უფრო გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს, ვიდრე რონალდუ. "მხოლოდ იმის გამეორება შემიძლია, რაც ადრე უკვე ვთქვი – მესი ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ამის აღიარება მიჭირს, მაგრამ ეს სუფთა სიმართლეა”, – აცხადებს გუტი Punto Pelota-სთან საუბრისას. "არ ვამბობ, რომ მესი სხვა დონეზე იმყოფება, ვიდრე კრიშტიანუ. თუმცა, იგი საპასუხისმგებლო მომენტში უფრო გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს, როდესაც გუნდს სწორედ ეს სჭირდება. მას თამაშის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია”. "ისინი, შესაძლებელია, მსოფლიოში საუკეთესონი არიან, მაგრამ, როდესაც საქმე ჩემს პრეფერენციებს ეხება, უნდა გამოვტყდე, რომ მესი უკეთესია”. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |