0:24 AM გუსტავოსთვის ბრძოლა “ვოლფსბურგმა” მოიგო | |
![]() "მგლებმა” "ბაიერნთან” ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერი პრაქტიკულად შეთანახმეს. მხარეებს ისღა დარჩენიათ უმნიშვნელო დეტალები შეათანხმონ და ლუის გუსტავოს "ვოლფსბურგში” ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. ვარაუდობენ, რომ ტრანსფერის ფასი 17 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება. "არსენალი” მზად იყო 26-წლის ბრაზილიელში მხოლოდ 14 მილიონი ფუნტი გადაეხადა. ამგვარმა წინადადებამ "ბაიერნი” არ დააკმაყოფილა და მიუნხენელებმა მოლაპარაკებები "მგლებთან” დაიწყეს. ცნობისათვის, ამ ზაფხულს, "მეთოფეებისთვის” ეს პირველი სატრანსფერო წარუმატებლობა არაა. სატრანსფერო კამპანიის დასაწყისში "არსენალი” ლარს ბენდერის თაობაზე "ბაიერს” დაუკავშირდა. თუმცა უარი მიიღო. მალევე ლონდონელებმა ყურადღება ეტიენ კაპუეზე გაამახვილეს. თუმცა, დღეს "ტოტენჰემმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ "ტულუზას” ნახევარმცველი "დეზების” ღირსებას დაიცავს. შეგახსენებთ, "არსენალი” ინტერესს "ლივერპულის” თავდამსხმელ ლუის სუარესისადმიც იჩენს. თუმცა ურუგვაელი, დიდი ალბათობით, მადრიდის "რეალში” გადავა. წყარო: The Guardian | |
|
სულ კომენტარები: 0 | |