5:27 PM
გულშემატკივარი!





გულშემატკივარი მე-12 ფეხბურთელია! ეს გაცვეთილი ფრაზა კი ამ სტატიასთან პირდაპირ კავშირშია, მაგრამ არ ეხება ისეთ გულშემატკივრებს, რომლებზეც ირიბად, მაგრამ მაინც არის აქ საუბარი, მესის, რონალდუს, რეალის და ბარსას ვითომ ფანებზე!

ძალიან საინტერესოა თუ ვის ჰყავს საქართველოში ყველაზე მეტი გულშემატკივარი?! კატალონიის ბარსელონას, მადრიდის რეალს, მილანს, მანჩესტერ იუნაიტედს, მიუნხენის ბაიერნს, იუვენტუსს თუ სხვა რომელიმე ევროპულს გრანდს? მაგრამ მე პირადად ამაზე გაცილებით უფრო მაინტერესებს თუ რეალურად რამდენია ამათგან ნამდვილი გულშემატკივარი და არა, რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის ზეგავლენის ქვეშ მყოფი! 

ალბათ ბოლო წლების გათვალისწინებით ბარსელონას ეყოლება ყველაზე მეტი გულშემატკივარი, რადგან მოუგებელს არ ტოვებდა არცერთ ტურნირს, უკანასკნელ წლებში. შესაბამისად, ისინი ვინც ამ პერიოდიდან იწყებდნენ ფეხბურთის ყურებას დიდი ალბათობით კულეები გახდნენ! ზოგი მესის ფანტასტიკურმა თამაშმა მოხიბლა, ზოგი ინიესტას ჯადოსნურმა ელასტიურობამ, ზოგიც ხავის გასაოცარმა პასებმა და ზოგიც მაპატიეთ და გვარდიოლას სიმპათიურობამ! მათ ერთი გუნდი აერთიანებთ და სისხლში აქვთ გამჯდარი, რომ თუ ბარსელონას გულშემატკივრობენ არ უნდა გაახარონ მადრიდისტები, უნდა სძულდეთ ისინი და ემტროდნენ პრინციპულ მეტოქეს! ეს რეალობაა, ბარსა-რეალი ნამდვილი სიგიჟეა, ნადვილი საოცრება, მაგრამ ნამდვილი კულე და მადრიდისტა რამდენია ვითომ? არავინ იცის რამდენი გულშემატკივარი გადმოჰყვა კრიშტიანუ რონალდუს, მანჩესტერიდან რეალში? ან კაკას მილანიდან რეალში? გუნდის ფანობას ფეხბურთელის ტრანსფერი არ უნდა წყვეტდეს! 

მე პირადად ყველაზე დიდ პატივს ვცემ იუვენტუსის ფანებს, ლივერპულის და იმ გუნდების, რომლებმაც ნამდვილად მძიმე საფეხბურთო სეზონები გამოიარეს და მაინც ერთგულები დარჩნენ საყვარელი გუნდისა. სერია b-ში დქვეითებითაც კი არ განელებიათ სიყვარული და პირიქით ნედვედის, დელ პიეროს და ბუფონის თამაშების ნახვისას დაბალი დონის ჩემპიონატზეც იგივე სიხარულით ივსებოდნენ და ნამდვილ ბებერ ქალბატონებს აპლოდისმენტებით ამკობდნენ, რადგან ეს იყო რეალურად ერთგულებაც, სიყვარულიც და პატივისცემაც! მესისტებისა და რონალდო მანიით შეპყრობილებზე სერიოზულად არასოდეს მისაუბრია და არც ამ სტატიაში გავამახვილებ ყურადღებას, უბრალოდ ერთ რამეს ვურჩევ მათ! მაშინ ნუ განიცდით როცა მესი გოლს ვერ გაიტანს, არამედ მაშინ განიცადეთ როცა მესის გუნდი თასს ვერ აიღებს ხელში და ნუ იტყვით ისე, რომ სულ არ გაინტერესებთ ვინ რა მოიგო გუნდურად, მთავარია მესიმ 91 გოლი გაიტანა და მიულერის რეკორდი მოხსნაო! 

ნამდვილი გულშემატკივრების მიმამართი, რომ მკითხოს ვინმემ ბრიტანეტზე მივუთითებ, იქ ნამდვილი სასწაულები ხდება, არამხოლოდ ინგლისში, არამედ შოტლანდიაშიც, მაგრამ მე მაინც ტოპ გუნდებზე და მათ გულშემატკივრებზე ვსაუბრობ და რასაკვირველია სელტიკისა და რეინჯერსის მიმართ პატივისცემის მიუხედავად მოვერიდები მათზე საუბარს! უპირველეს ყივლისა მინდა გითხრათ არ არსებობს ჩემპიონატი, რომელიც ინგლისზე უფრო ძლიერია, რეალურად აქ ჩემპიონატის დასაწყისიდანვე 5-6 გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის, რაც არსად არ ხდება! მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისური ფეხბურთის ფლაგმანია, ლივერპულთან ერთად და მათი გულშემატკივრებიც ყველაზე მეტად არის გამოსარჩევი! მათ შეხვედრებში, ან მაშინ როდესაც ისინი პრინციპულ შეხვედრებს ატარებენ რაღაც საოცრებები ხდება, სიმღერები და შეძახილები არ წყდება საყვარელი გუნდის გასამხნევებლად! ჩელსი მათზე არანაკლებ ძლიერია, მაგრამ გაცილებით მწირეა მათი ისტორია, თუმცა ეს მათ ხელს არ უშლით გულშემატკივრებისგან უდიდესი მხარდაჭერის მისაღებად და მეტიც ლევერპული-ჩელსის მატჩში მათ რეკორდიც კი დაამყარეს, სტადიონი საოცრად გუგუნებდა და ეს მატჩი ყველაზე ხმაურიან მატჩადაა მიჩნეული! მაგრამ მათი გულშემატკივრების უმრავლესობა საქართველოში? მათ მიმართ სხვა გუნდის ფაბები სკეპტიკურად ვართ განწყობილნი, ჩელსი უისტორიო გუნდია, აბრამოვიჩამდე არაფერს წარმოადგენდა და ასე შემდეგ! მინდა გითხრათ, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვისზე დიდი ისტორია ჰქონდა, ეგრე ნოტინგემ ფორესტი 2-გზის ჩემპიონთა თასის გამარჯვებულია და დღეს ინგლისის დაბალ დივიზიონში ძლივს ღაფავს სულს, ჩელსის მასთან შედარებით 1-ით ნაკლები ლიგა აქვს მოგებული,არსენალს, სიტის და ტოტენჰემს კი ერთხელაც არ გაუმარჯვიათ! თუმცა დღეს რომელი უფრო ძლიერი კლუბია ვფიქრობ კითხვებს არ ბადებს! 

იტალია! ეს თემა ყველაზე მეტად მაწუხებს, საოცარი ჩემპიონატი, ყველაზე ძლიერი ბოლო 20 წლის მონაცემებით, თუმცა დღეს სამეულშიც კი ძნელად მომხვედრი! ინტერი, მილანი, იუვენტუსი,ნაპოლი, რომა, სახელები მრავლისმეტყველი, მაგრამ რეალობა მხოლოდ იუვენტუსი! ყველაზე მეტს ვხუმრობთ მილანზე, მის შემადგენლობაზე, მათი თამაშის ხარისხზე და სატრანსფერო პოლიტიკაზე, იბრას და ტიაგო სილვას გაშვებაზე, მათ არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაზე, მაგრამ მაინც როსონერი არ კარგავს თავის სულს, მის ნამდვილ გულშემატკივრებს კვლავ ეიმედება საყვარელი კლუბის, მათ სჯერავთ ახალგაზრდა ელ შაარავის და მილანელოს მთელი შემადგენლობის, ისინი ბარსელონასთან მატჩსაც ოპტიმისტურად ელოდებიან და გამარჯვების იმედიც აქვთ! ეს არის გულშემატკივრობა! ეს არის ის, რის გამოც უნდა გვიყვარდეს ფეხბურთი და ვუყუროთ მას! სეზონურად მოაზროვნეები არ უნდა გავხდეთ, მაისის თვემ არ უნდა გადაწყვიტოს თუ ვის ვგულშემატკივრობთ, ან ვის უნდა ვუგულშემატკივროთ! როცა უკვე ყველა ტურნირის განარჯვებული ცნობილი იქნება!

გერმანია და მისი სიამაყე მიუნხენის ბაიერნი! მაგრამ არა მხოლოდ ისინი, ბოლო წლებში მათი მთავარი კონკურენტები და საქართველოშიც დიდი სიმპათიით გამორჩეული დორტმუნდის ბორუსიელები! მარიო გიოტცეს, ბლაშიკოვსკის, ლევანდოვსკის, მარკო როისის, უფრო ადრე კაგავას და შაჰინის საუკეთესო თვისებების გამოვლენით კლოპმა შესანინშავი კლუბი შექმნა და უამრავი გულშემატკივარიც მოიპოვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა გერმანიის მთავარი კლუბი მაინც ბავარიაა და ყველაზე მეტი გულშემატკივრებიც მათ ჰყავთ! ნამდვილი გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარი ბაიერნის სიყვარულის გარეშე ვერ წარმომიდგენია! მათი გულშემატკივრობა კი ისეთ შთაბეჭდილებებს მიტოვებს სურვილი მიჩნდება ერთხელ მაინც ვიხილო ეს ყველაფერი რეალურად, ალიანს არენას ულამაზესი სტადიონიდან! 
ის გარემო ყველაზე მეტად მოწონს, როცა თამაშის შემდეგ გერმანიის სტადონებში ფიქსირდება, ფეხბურთელები მადლიერებითა და პატივისცემით აღსავსენი მადლობას უხდიან საყვარელ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, ეს საოცარი ტრადიციაა და ძალიან დასაფასებელი!
ვის გულსემატკივრობ შენ? მე მადრიდის რეალს და რაც არ უნდა მოხდეს მუდამ მადრიდისტად დავრჩები, თუნდაც 16 ქულა გაორმაგდეს, გაოთხმაგდეს, გაასმაგდეს...
 
ნანახია: 340 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: