6:33 PM
გულახდილი კრიშტიანუ



მადრიდის "რეალის" ოქროს ბიჭუნამ კრიშტიანუ რონალდუმ "სიენენთან" ქომაგებისთვის საკმაოდ საინტერესო თემებზე გულახდილად ისაუბრა. როგორც ირკვევა, რონალდუ მიიჩნევს, რომ ხალხს იგი მოედანზე ქცევების გამო არ მოსწონს და მესისაც სწორედ ამიტომ ამჯობინებენ.

"არ მინდა, ამაზე წუწუნი დავიწყო, თუმცა ხანდახან მართლაც ასე ხდება. ალბათ ზოგჯერ მინდორზე მართლაც ცუდი სანახავი ვარ, რადგან ყოველთვის სერიოზული და კონცენტრირებული გახლავართ".

რონალდუ და მესი "ოქროს ბურთის" მოგების მთავარ პრედენდენტებად ითვლებიან. რონალდუს ეს ჯილდო 2008 წელს აქვს მოგებული, მის შემდეგ კი მესი ამ ინდივიდუალური ტიტულის სამგზის მფლობელი შეიქმნა. 27 წლის პორტუგალიელი უკმაყოფილოა, რომ მსოფლიოს მედიაში მორცხვ და ჩუმ მესისთან შედარებისას მას ქედმაღალ და ეგოისტ პიროვნებად მოიხსენიებენ და აცხადებს, რომ იგი საზოგადოებრივი აზრის "მსხვერპლია".

"შორიდან შესაძლოა, მართლაც რჩებოდეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ სხვებს ზევიდან ვუყურებ და მხოლოდ საკუთარი თავი მაინტერესებს. თუმცა თუ ჩემი მეგობარი ხარ, ჩემთან ერთად ცხოვრობ და დღეს ერთად ვატარებთ, მაშინ კარგად იცი, რომ დამარცხებას ვერ ვიტან. იცით, ხანდახან იმის მსხვერპლი ვხდები, რომ ხალხი კრიშტიანუ რონალდუს კარგად არ იცნობს".

მაშინ, როდესაც მესი მუდამ ღიმილით თამაშობს, კრიშტიანუ ჟესტიკულირებს, გატანილ გოლს მოღუშული აღნიშნავს, თანაგუდნელებს საყვედურობს და ხშირად სიმულანტობასაც არ ერიდება. თუმცა იგი მოგვიწოდებს, რომ მისი მოგების წყურვილი ამპარტავნობაში და მედიდურობაში არ აგვერიოს".

"საცურაო აუზში ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად ვიმყოფებოდი და გადავწყვიტეთ, მცირე რბოლა გაგვემართა. ვიცოდი, რომ მას ჩემი დაჯაბვნა ძალიან გაუხარდებოდა, თუმცა რბოლა მე მოვიგე, რადგან წაგებას ვერ ვიტან. ახლა კი წარმოიდგინეთ, რამხელა მოტივაციით გავდივარ მოედანზე, რათა ჩემმა გუნდმა არ წააგოს. ფეხბურთს იმისთვის ვთამაშობ, რომ ყველგან და ყოველთვის გავიმარჯვო. სამწუხაროდ, ხალხის უმრავლესობას ჩემი მოგების წყურვილი ქედმაღლობაში ერევა. ეს კი დიდ ტკივილს მაყენებს, რადგან ამპარტავან ადამიანებს ვერ ვიტან".

ნანახია: 289 | დაამატა: RoM@N | ტეგები: გულახდილი კრიშტიანუ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: