11:21 PM
გუდიოსენი ახლა ბელგიაში გაიტანს

ისლანდიური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე ეიდურ გუდიონსენი ახლა 34 წლისაა. ამის მიუხედავად საფეხბურთო კარიერის დასრულებას ფეხბურთელი ჯარაც არ აპირებს. "ჩელსის" და "ბარსელონას" ყოფილი ფორვარდი ბოლოს ბერძნული აეკ-ის ღირსებას იცავდა. ელადელები ისლანდიელზე დიდ იმედს ამყარებდნენ, მაგრამ გუდიონსენმა აშკარად ვერ გაამართლა.

ახლა კი ისლანდიელი საფეხბურთო კაერიერას "სერკლ ბრიუგს" უკავშირებს. კლუბს, რომელიც რვა ტურის შემდეგ ბელგიის ჩემპიონატის აუტსაიდერია და გავარდნის მთავარ კანდიდატადაც ითვლება. სწორედ უძლიერესთა შორის დარჩენაში უნდა დაეხმაროს "სერკლ ბრიუგს" გამოცდილი ფორვარდი.

"ბელგიელებმა საკმაოდ კარგი წინადადება შემომთავაზეს. აქედან გამომდინარე, არანაირი მიზეზი არ მქონდა, არ განმეხილა მათი წინადადება. თოთოეულ დეტალზე სწრაფად ვთანხმდებოდით და პრაქტიკულად რამდენიმე დღეში გადაწყდა კონტრაქტის გაფორმება. ახლა მთავარია, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო მოედანზე და ოპტიმალურ ფორმასაც მივუახლოვდები", - ამბობს ეიდურ გუდიონსენი.
 
ნანახია: 457 | დაამატა: RoM@N | ტეგები: გუდიოსენი ახლა ბელგიაში გაიტანს | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: