12:33 PM
გროსკროიცი ინგლისში გადაბარგებას არ აპირებს



დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი საკმარის სათამაშო პრაქტიკას ვერ იღებს.

გავრცელებული ხმების ინფორმაციით, 24-წლის კევინ გროსკროიცით რამოდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული, მათ შორისაა "ლივერპულიც". პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, თავად ფეხბურთელიც არაა წინააღმდეგი მისი ტრანსფერისა, რადგან ბოლო დროს იურგენ კლოპი მას საკმარის სათამაშო დროს არ აძლევს, თუმცა ეს ინფორმაცია გროსკროიცმა უარყო.

"ბორუსიაში" არანაირი პრობლემა არ მაწუხებს და წასვლა არ მსურს. კლუბის დატოვებას იმ მიზეზის გამო არ ვაპირებ, რომ ყოველ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვერ ვხდები. "დორტმუნდი" ყოველთვის მხარს მიჭერს და ეს კლუბი მიყვარს. ჩემთვის კლუბის ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტი ჯერ არ შემოუთავაზებია, მაგრამ, როდესაც ეს მომენტი დადგება მე ახალ ხელშეკრულებას დაუფიქრებლად გავაფორმებ",-განაცხადა გროსკროიცმა.

მიმდინარე სეზონში გროსკროიცმა ბუნდესლიგაში დორტმუნდელების მაისური 14 მატჩში მოირგო და 1 გოლი გაიტანა.
ნანახია: 301 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: