12:27 PM
გროსკროიცი დორტმუნდიდან წასვლას არ აპირებს






სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარი ფეხბურთელების დაკარგვა დორტმუნდისთვის ჩვეულებად იქცა. ბოლო დროს გავრცელდა ჭორები, რომ კლუბი უნდა დაეტოვებინა კევინ გროსკროიცს. თუმცა 24 წლის ნახევარმცველმა დაამშვიდა დორტმუნდის ფანები.

"ბორუსიაში არანაირი პრობლემა არ მაქვს, ამიტომ არ მინდა აქედან წასვლა."-განაცხადა გროსკროიცმა.

"მე არ ვაპირებ დანებებას იმის გამო, რომ არ მიწევს ძირითად შემადგენლობაში თამაში. "ბორუსია" ყოველთვის იყო და ახლაც არის ჩემი საყვარელი კლუბი. აქამდე არ შემოუთავაზებიათ ჩემთვის ახალი კონტრაქტი, მაგრამ მე დაველოდები მის გახანგრძლივებას."
 
ნანახია: 274 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: