11:23 PM
“გრიოდიგი” – “ტორპედო” 5:1





21 ივნისს ქუთაისის „ტორპედომ" მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე ავსტრიაში პირველი საკონტროლო მატჩი ქალაქ ზალცბურგიდან 15 კილომეტრის დაშორებით მდებარე დაბა ულსზრიფში ავსტრიის ბუნდესლიგის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ „გრიოდიგთან" გამართა.

მატჩში, რომელიც ამხანაგურ ხასიათს ატარებდა, ჟერარდ სარაგოსამ 22 ფეხბურთელი გამოსცადა. სასტარტო თერთმეტეულიდან პირველ ტაიმის მე-20 წუთზე ორი ფეხბურთელი გამოცვალა, დანარჩენი ცვლილებები კი თამაშის მეორე ორმოცდახუთ წუთში განახორციელა.

შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-20 წუთისთვის ისინი სამბურთიანი უპირატესობით იყვნენ წინ. აუცილებლად აღსანიშნავია, მთელი მატჩის განმავლობაში ავსტრიელი მსაჯთა ბრიგადის მხრიდან თანამემამულეებისადმი გამოვლენილი დიდი სიმპათიები, რამაც მატჩის საბოლოო ანგარიშზე პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა.

მეორე ტაიმში ტორპედოელებმა თამაში გაათანაბრეს და ანგარიშში სხვაობაც შეამცირეს, 65-ე წუთზე ბარაბაძის პასით გიორგი კუხიანიძემ დალაშქრა მასპინძელთა კარი – 1:3, თუმცა როგორც შემდეგში აღმოჩნდა ეს გოლი ქუთაისელთა მხრიდან პრესტიჟის იყო. დარჩენილ დროში მთავარმა არბიტრმა „ტორპედოს" კარში ორი პენალტი დანიშნა, რომელთა რეალიზება მეტოქე გუნდმა მოახერხა და საბოლოოდ, ანგარიშით 5:1 გაიმარჯვა.

ნანახია: 290 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: