6:03 PM
გრიგორი სურკისი თბილისს ორშაბათს ეწვევა





ორშაბათს, 3 დეკემბერს, თბილისში გეგმიური ვიზიტით ჩამოდის უეფას აღმასკომის წევრი - გრიგორი სურკისი. სურკისი უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო და მას საკმაოდ ხანგრძლივი და კარგი საქმიანი თუ პირადი ურთიერთობები აკავშირებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან.

როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აცნობეს, სურკისის ვიზიტის მთავარი მიზანია 2015 წელს, თბილისში გასამართი უეფას სუპერთასის მატჩისთვის მოსამზადებელი ეტაპების დაგეგმვა და გარკვეულწილად, შემოწმებებიც. ამასთან, უეფას სურს დარწმუნდეს, რომ ის გარანტიები, რაც საქართველოს სახელმწიფოსგან და წინა მთავრობისგან ამ უდიდესი ღონისძიების მიმართ არსებობდა, კვლავ ძალაშია. შესაბამისად, ალბათ, უეფას აღმასკომის წევრი მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

გრიგორი სურკისის ვიზიტთან დაკავშირებით, მცორე კომენტარი გააკეთა სფფ-ის პრეზიდენტმა: "ბატონი სურკისის ვიზიტი ორი მიმართულებითაა მნიშვნელოვანი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფაში შეტანილი აქვს თხოვნა, რათა ფუტსალის ევროპის ფინალი ჩატარდეს საქართველოში და მეორე საკითხი, რომლის მიმართ ყურადღებაც, როგორც ვატყობ, ცოტა განელდა - 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩი. ამიერიდან, სუპერთასთან დაკავშირებით, ძალიან ხშირად გვეყოლება სტუმრები უეფადან, რათა ისინი თავად დააკვირდნენ მოსამზადებელ სამუშაოებს; ერთად უნდა გავიაროთ ყველა დეტალი" - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.
 
ნანახია: 258 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: