12:17 PM
გრიგოლ დოლიძე: " უკომპრომისო, სუფთა საფეხბურთო ბრძოლა გაჩაღდება მოედანზე"



დღეს, ეროვნული ჩემპიონატის მე-10 ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში გაიმართება. 2007 წლის 2 მარტის(ამ დღეს, „ტორპედომ" 2:0 მოიგო) შემდეგ ქუთაისის „ტორპედო" უმაღლეს ლიგაში პირველად უმასპინძლებს საჩხერის „ჩიხურას".

ქუთათურებმა დღეს, „ჩიხურასთან" მატჩისთვის საკუთარ ცენტრალურ სტადიონზე ივარჯიშეს. ჩვენს გუნდს ეროვნული ნაკრებიდან დაუბრუნდა კაპიტანი ომარ მიგინეიშვილი. რაც შეეხება, სანდოხაძეს, მარკოზაშვილსა და ფანცულაიას, ისინი კახა კაჭარავას გაწვრთნილ 19-წლამდელთა სანაკრებო გუნდთან ერთად გადიან შეკრებას.

მატჩისწინა კომენტარი გუნდის 22-ე ნომერმა გააკეთა:

გრიგოლ დოლიძე: „სანაკრებო პაუზა შინაარსიანად გამოვიყენეთ და სათანადოდ მოვემზადეთ „ჩიხურასთან" გასამართი მატჩისთვის. თამაშის წინ ვიტყოდი, რომ ცხრილის ლიდერები ვართ და ბუნებრივია, უკომპრომისო, სუფთა საფეხბურთო ბრძოლა გაჩაღდება მოედანზე, ამასთან ერთად ვგონებ, რომ სანახაობრივი მხარეც დიდი იქნება. საჩხერეს ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავს, განსაკუთრებით შეტევის ხაზს გამოვყოფდი. ვფიქრობ, ჩვენი გულშემატკივრების სიმრავლის და საკუთარი კედლების თვალსაზრისით, უპირატესობა გვაქვს, თუმცა ჩვენთვის მიზანი, როგორც ყოველთვის, თამაშის ჩვენს სასიკეთოდ დასრულება და სამი ქულის მოპოვებაა, რაც საჩემპიონოდ მიმავალი გზისთვის ძალიან გვჭირდება".

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოერბივი მაუწყებელი 18:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
 

წყარო: fctorpedo.ge

ნანახია: 322 | დაამატა: RoM@N | ტეგები: სუფთა საფეხბურთო ბრძოლა გაჩაღდება მ, გრიგოლ დოლიძე: უკომპრომისო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: