11:32 AM გორის თ. ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს | |
![]() განახლდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები გორის თ. ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე. მოგეხსენებათ, კლუბის ხელმძღვანელობის სურვილია „დილამ" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრები გორში ჩაატაროს. ამას უეფას წარმომადგენლები გადაწყვეტენ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ივნისის შუა რიცხვებისთვის ეწვევიან. სტადიონის ჩრდილოეთი ნაწილი შემოიღობება სპეციალური დამცავი ბადით, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე გაკეთდება ავტოსადგომი. იზოლირებული იქნება გუნდების სატრანსპორტო საშუალების ადგილი, სადაც ასევე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მოპირკეთდება აღნიშნული ტერიტორია. რაც შეეხება სარბენ ბილიკებს დაიგება ხელოვნური საფარი. წყარო: fcdila.ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |