7:44 PM გორის “დილას” მიმართვა “ზესტაფონს” | |
![]() საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს” და მის პრეზიდენტს ბატონ – ილია კოკაიას. ს.კ. "დილა” მიესალმება თქვენს ყველანაირ წარმატებას. ქართული ფეხბურთისთვის ტრაგედია იქნება ს.კ. "ზესტაფონის” დაშლა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი გუნდის. ჩვენი კლუბის სახელით, გთხოვთ გააგრძელოთ ნაყოფიერი მოღვაწეობა ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ. ასევე მოგმართავთ დაივიწყოთ თუ აქამდე ჩვენს შორის რაიმე გაუგებრობა ყოფილა და განაგრძოთ თქვენი საქმიანობა ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის, რამეთუ ჩვენი დამარცხებით თქვენ ვერ გაიმარჯვებთ და თქვენი დამარცხებით ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ (ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ). ს.კ. "დილას” სახელით. პატივისცემით კლუბის დირექტორი – ზვიად შერმადინი. "დილას” პრესსამსახური წყარო: Goal.Ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |