2:32 PM
გორის “დილა”: საპასუხო მატჩის წინ შურისძიების საშიშროებაა!!!



ავტორიტეტული ავსტრიული გაზეთი Die Presse იტყობინება, რომ გორის "დილასა” და ვენის "რაპიდს” შორის გასამართი განმეორებითი მატჩის წინ შურისძიება მოსალოდნელია.

საქმე ის გახლავთ, რომ ვენაში გამართული მატჩის შემდეგ, რომელშიც "დილა” მინიმალური სხვაობით დამარცხდა "რაპიდთან”, პოლიციამ, მათ შორის კრიმინალურმაც, ალყა შემოარტყა ქართველ გულშემატკივრებს და არც თუ ცოტა ხნით გააჩერა. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცავები ძალიან უხეშად ექცეოდნენ ქართველებს.

ავსტრიის პოლიციაში შეცდომაზე არ საუბრობენ. სამართალდამცავების განცხადებით, ქართველ გულშემატკივრებს შორის იმყოფებოდნენ კრიმინალური წარსულის პირები. პოლიციამ 4 პირი აიყვანა, რომელთაგანაც ერთი ქვეყანაში არარეგალურად იმყოფებოდა, მეორეს კი ყალბი დოკუმენტაცია აღმოაჩნდა. ორი ადამიანი გათავისუფლებულია.

ნანახია: 321 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: