ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩი "დინამოელებმა" შინ, დინამო არენაზე გამართეს. დუშან უჰრინის შეგირდებმა ბოლნისის "სიონი" დიდი ანგარიშით - 7:2 დაამარცხეს. მასპინძელთაგან მეტოქის კარში თითო გოლი ლევან ხმალაძემ, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვმა და მიკელ ალვარომ გაიტანა. გიორგი მერებაშვილმა და ჯაბა დვალმა კი დუბლი შეასრულეს.
"დინამო": ზარქუა, ხიზანეიშვილი (გველესიანი 50’), ტვილდიანი (პაპავა 68’), გლიშიჩი, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი, ალვარო, ვოსკობოინიკოვი (პარუნაშვილი 80’) დვალი
"სიონი": ბობღიაშვილი, სვანიძე, ოქროპირიძე, ლომაია (მაჭავარიანი 70’), ჩიკვილაძე, ჯოჯუა, ნემსაძე (ქუცურუა 46’), მანწკავა, ფეიქრიშვილი, ისიანი (ჭანკოტაძე 46’), ჯიქია
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
დუშან უჰრინი – დღეს შინ ვთამაშობდით და ჩვენი მთავარი ამოცანა მორიგი საშინაო მატჩის მოგება იყო. კმაყოფილი ვარ, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა 90 წუთის მანძილზე იბრძოლეს. მართალია შვიდი გოლის გატანა მოვახერხეთ, თუმცა საპასუხოდ ორი ბურთი მივიღეთ და თუ კი ჩემპიონობა გვსურს, ბევრი კომპონენტის დახვეწაზე უნდა განვაგრძოთ მუშაობა.
არმაზ ჯელაძე – ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ. პოზიციურად ხშირად ვცდებოდით და ეს ანგარიშზეც აისახა. ჩემი ფეხბურთელები შეტევიდან დაცვაში დროულად გადაწყობას ვერ ახერხებდნენ და ეს მეტოქემ კარგად გამოიყენა. დინამოს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ.

წყარო: fcdinamo.ge