3:05 PM გოლების ფასი.რაში სჭირდება “მონაკოს” ფალკაო | |
![]() საფრანგეთის ჩემპიონატისთვის რეკორდულ ტრანსფერს თუ გავაანალიზებთ,შეგვიძლია დასაბუთებულად გამოვთქვათ მოსაზრება იმასთან დაკავშირებით,რომ "მონაკომ” ამ ტრანსფერით შემდეგ სეზონში ელიტაში დარჩენის გარანტია შეიძინა.
ნამდვილი იტალიური გუნდი იწყება ძლიერი დაცვით და კარგი ცენტრალური თავდამსხმელით.იმის მიუხედავად,რომ მონაკო დამოუკიდებელი სახელმწიფოა,მას საკუთარი ჩემპიონატი არ გააჩნია და არც სერია ა-ში ასპარეზობს ,მისი მთავარი მწვრთნელი ჭეშმარიტი იტალიური ფეხბურთის მიმდევარია და "მონაკოშიც” ამ ფეხბურთს ქადაგებს.ასე რომ კლაუდიო რანიერისთვის კოლუმბიელი თავდამსხმელის შეძენა ნამდვილი შვება იყო,რადგან შემდეგ სეზონში მას აუცილებლად მოსთხოვენ კარგ შედეგს და მაღალ პროდუქტიულობას.რა თქმა უნდა ერთ სეზონში გუნდის ფორმირება ისე,რომ ამ გუნდმა მაღალი მიზნების განსახორციელებლად იბრძოლოს ძალიან რთული და თითქმის შეუძლებელია.აქედან გამომდინარე რანიერის სჭირდება ისეთი გუნდი,რომელიც გოლებს ფაქტობრივად არაფრისგან შექმნის.ასეთ გუნდს,პირველ რიგში მჭიდრო დაცვა და განსაკუთრებული ტიპის ფორვარდი სჭირდება.
აი ისიც!ყველაზე განსაკუთრებული ტიპის ფორვარდი.რადამელ ფალკაო.
რატომ არ გადავიდა იგი ევროპულ გრანდში?
იმიტომ რომ ისეთ გუნდებს,როგორიცაა "ბარსელონა”,”მანჩესტერი”,”რეალი” და "ბაიერნი” აქვთ ტაქტიკურად უმაღლეს დონეზე მდგომი სტრატეგია გოლების გასატანად.ასეთ გუნდებში თითოეულ შეტევაში,თითოეული წამი რაღაც გარკვეული მანევრისთვის არის განკუთვნილი.იქ ყველამ იცის როდის და რა უნდა გააკეთოს.გრანდებს არ სჭირდებათ არაფრისგან შექმნილი გოლები,ისინი ისედაც ახერხებენ მათ გატანას.რა თქმა უნდა ფალკაოს დონის თავდამსხმელზე უარს არცერთი გრანდი არ იტყოდა,მაგრამ 40 მილიონის სანაცვლოდ?ეს დასაფიქრებელია!
"მონაკოში” რანიერის რაც არ უნდა მოენდომებინა დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში და ასეთი მცირე რესურსით (ფეხბურთელებს ვგულისხმობ და არა ბიუჯეტს) გუნდის შეტევას სტრატეგიულს და მიმართულს ვერ გახდიდა.აქედან გამომდინარე რანიერიმ გადაწყვიტა მარტივი გზით წასულიყო და ფალკაოს შეძენა მოითხივა.საფრანგეთის დაცვის სიმჭიდროვიდან გამომდინარე ფალკაო,რომელმაც პრიმერაში საკმაოდ ბევრი გოლი გაიტანა,აუცილებლად შეძლებს 20-25 გოლის შეგდებას სხვების დახმარების გარეშე.სწორედ ეს სჭირდება დღევანდელ "მონაკოს”. წყარო: Goal.Ge | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |