4:02 PM
გოგიტა გოგუას „დილასთან“ კონტრაქტი დაუმთავრდა




გორის „დილას" 29 წლის საყრდენ ნახევარმცველ გოგიტა გოგუას, შიდაქართლურ კლუბთან კონტრაქტი 14 დეკემბერს დაუმთავრდა. შეგახსენებთ, რომ კლუბმა იგი თბილისის „დინამოსაგან" წლევანდელი ევროტურნირების დაწყებიდან ინათხოვრა.

„დილას" შემადგენლობაში მან ევროპის ლიგაზე ნათამაშებ 6–დან 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, აქ მან 14 მატჩი გამართა და 1 გოლი გაიტანა.

საკუთარ მომავალზე ფეხბურთელმა „მსოფლიო სპორტთან" გუშინ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „დილასთან"განათხოვრების ვადა მიმთავრდება, წლის ბოლოს კი „დინამოსთან" კონტრაქტი, რომელიც 1+2 წლიანია. თავისუფალი ვხდები და რომელიმე სხვა გუნდში გადავალ. ჩემში ერთ ცენტსაც ვერ მოითხოვს რომან ფიფია. ჯერ არ ვიცი, სად გადავალ, მაგრამ საზღვარგარეთ მირჩევნია".
ნანახია: 289 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: