12:20 PM “გლადბახის” სპორტული დირექტორი: “ტერ შტეგენი “ბორუსიაში” რჩება” | |
![]() მიუნხენგლადბახის "ბორუსიას” თავის გოლკიპერთან განშორება არ სურს. ბოლო პერიოდში მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ხშირად უკავშირებენ "ბარსელონას” სახელს, სადაც მას ვიქტორ ვალდესის შემცვლელად მიიჩნევენ, თუმცა "ბორუსია” ყველაფერს უარყოფს. "ტერ შტეგენი "გლადბახში” რჩება. არ მინდა, რომ მედიამ მისი შესაძლო წასვლის შესახებ კიდევ დაწეროს, ასეთია კლუბის პოზიცია”, – განაცხადა გერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა. წყარო: Sky Germany | |
|
სულ კომენტარები: 0 | |