0:27 AM გიუნდოგანი სექტემბრამდე ვერ ითამაშებს | |
![]() "დორტმუნდის” ნახევარმცველი გერმანიის ეროვნული ნაკრების განკარგულებაში ყოფნისას დაშავდა. პარაგვაისთან (3:3) გამართულ გუშინდელ მატჩში ნახევარმცველმა ზურგი დაიზიანა. დღეს, ფეხბურთელს კლუბში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომლის პასუხმაც მთელი დორტმუნდი გაანაწყენა. "გუნდის ნახევარმცველი ილკაი გიუნდოგანი კლუბის განკარგულებაში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში არ იქნება. ფეხბურთელს ზურგთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს”, – შეგვატყობინა "ბორუსიას” ოფიციალურმა საიტმა. სავარაუდოდ, ილკაი ბუნდესლიგის სამ მატჩს გამოტოვებს – "აინტრახტთან”, "ვერდერთან” და "ფრანკფურტთან”. წყარო: bvb.de | |
|
სულ კომენტარები: 0 | |