11:35 PM გიუნდოგანი: “ჰუმელსი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა” | |
![]() დორტმუნდის "ბორუსიას” ნახევარმცველმა თავისი თანაგუნდელი შეაქო. "მატს ფარერების ეროვნულ ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ ვესაუბრე. მისთვის ეს რთული სიტუაციაა”, – აცხადებს ილკაი გიუნდოგანი. შეგახსენებთ, რომ იოაჰიმ ლიოვმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მატს ჰუმელსი არ გამოიძახა და ამის მიზეზად ფეხბურთელის არასტაბილურობა დაასახელა. "ჰუმელსი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. იგი "ბორუსიას” შემადგენლობაში საოცრად თამაშობს და ჩვენი გუნდის საკვანძო ფიგურაა”. "ყველა ფეხბურთელს აქვს რთული პერიოდი. მატსი ძლიერი და ჭკვიანი ახალგაზრდა ადამიანია, დარწმუნებული ვარ, იგი ამ პრობლემას გადალახავს”, – დაამატა გიუნდოგანმა. წყარო: Ruhr Nachrichten | |
|
სულ კომენტარები: 0 | |