10:37 AM
გიოტცე “მან სიტის” ფანტასტიკურ შემოთავაზებას არ დათანხმდა



დორტმუნდის "ბორუსიას” ახალგაზრდა ტალანტს შეეძლო კვირაში 330 ათასი ფუნტი გამოემუშავებინა.

ასეთი ხელფასი შესთავაზა გიოტცეს "მანჩესტერ სიტიმ”. თუმცა მარიომ ეს წინადადება უარით გაისტუმრა, მანჩესტერელებს მიუნხენის "ბაიერნი” ამჯობინა. 20-წლის პლეიმეიკერში "ბაიერნი” "ბორუსიას” 32 მილიონ ფუნტს გადაუხდის.

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა უკვე მოასწრეს იმის გაცხადება, რომ თუ გიოტცე "სიტის” წინადადებას დათანხმდებოდა, მაშინ იგი მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდებოდა. "ცისფერი მთვარის” შემადგენლობაში გიოტცეს წელიწადში 17 მილიონი ფუნტის გამომუშავება შეეძლო.

ასე რომ, კამერუნელი სამუელ ეტო’ო, რომელიც "ანჟის” შემადგენლობაში კვირაში 325 ათას ფუნტს "იდებს” ჯიბეში, კვლავ "მსოფლიო ფეხბურთის მდიდართა პირამიდის მწვერვალზეა”.

ნანახია: 289 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: