5:29 PM
გიორგი მერებაშვილი: "რთული შეხვედრა გამოვიდა"


"ქართული კლასიკოს" შემდეგ, რომელიც გუშინ ქუთაისში გაიმართა და 2-2 დასრულდა, Geosports.ge "დინამოს" ფეხბურთელებს გაესაუბრა. თბილისელ მოთამაშეებში საერთო განწყობა სუფევდა - "დინამო" მოგებას იმსახურებდა.

გიორგი მერებაშვილი: "ტორპედო", ტრადიციულად, რთული მეტოქეა და ეს შეხვედრაც საკმაოდ რთული გამოდგა. გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ეს გუნდი ნამდვილად კარგ და ბევრისთვის შესაშურ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ უპირატესობას ჩვენ ვფლობდით და მომენტებიც გაცილებით მეტი გვქონდა, თუმცა იღბალი ჩვენ მხრეს არ იყო და საბოლოოდ მაინც ლოგიკური შედეგით დასრულდა ყველაფერი. ჩემ თამაშს რაც შეეხება, იმის გამო რომ კოტო დამტვრეულია და მარცხენა ფლანგელიც არ გვყავს, ამიტომ მე მიწევს ამ პოზიციაზე თამაში, რაც ჩემი ადგილი ნამდვილად არ არის, თუმცა ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო და გუნდს ბოლომდე დავეხმარო. დღევადელი ორი საგოლე გადაცემაც ფრიად სასიამოვნოა.

- ბოლოს მოედანი უკმაყოფილომ და ემოციურად დატოვე?

- კი ნამდვილად, დარწმუნებული ვიყავი, რომ ბოლომდე მომიწევდა თამაში და წვრთნელის გადაწყვეტილება მოულოდნელი და საწყენი აღმოჩნდა, თუმცა მან ასე გადაწყვიტა და ამით ეს ეპიზოდი ამოწურულია".

გიორგი სეთურიძე: "საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოდგა, "ტორპედო" ნამდვილად კარგი გუნდია და მათ ეს დღესაც დაამტკიცეს. თუმცა გოლის გატანის მეტი შანსი ჩვენ გვქონდა და ამ მხრივ დასანანია ფრე, მოგებაც და 3 ქულა შეიძლებოდა, თუმცა რაც არი ეს არის და ამით უნდა დავკმაყოფილდეთ".

ირაკლი ძარია: "უშუალო კონკურენტთან მძიმე შეხვედრა გამოგვივიდა, მივიჩნევ, რომ ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ და ამ მხრივ ვერ მოგება გულდასაწყვეტია, თუმცა ფრეც არ არის ურიგო შედეგი".

მიკელ ალვარო: "კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში სულ მდევრის როლში ვიყავით, მოგება ნამდვილად შეგვეძლო და ვიმსახურებდით. საბოლოოდ ფრე ურიგი შედეგი არაა. ტრიბუნებზე საოცარი ატმოსფერო სუფევდა, გულშემატკივარი აქტიურად ქომაგობდა მეტოქეს, მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენ ფანებსაც ასეთი მხარდაჭერისთვის".

ნანახია: 287 | დაამატა: RoM@N | ტეგები: გიორგი მერებაშვილი: რთული შეხვედრა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: