2:36 PM
გიორგი დევდარიანი: “უეფას თამაშების შემდეგ გაგვიჭირდა ეროვნული ჩემპიონატის თამაშზე კონცენტრირება”



საქართველოს საიუბილეო, 25-ე ჩემპიონატის პირველი ტურის პირველი მატჩში "მიხეილ მესსხზე” "სიონმა” გორის "დილა” მიიღო და 2:1 დამარცხდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი ბევრ სახიფათო მომენტს ქმნიდა. მართალია, ანგარიში მასპინძელმა გუნდმა გახსნა, მაგრამ ფავორიტმა მაინც შეძლო ჩემპიონატის სტარტზე 3 ქულის მოპოვება. მატჩის შემდეგ კომენტარი ორივე გუნდის მთავარ მწვრთვნელს ვთხოვეთ.

გიორგი დევდარიანი ("დილას” მთვ. მწვრვრთნელი): "ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. უეფას თამაშების შემდეგ გაგვიჭირდა ეროვნული ჩემპიონატის თამაშზე კონცენტრირება, რაც ძალიან დიდი ნერვიულობის და ენერგიის დახარჯვის ფასად დაგვიჯდა. ბოლნისის "სიონის” სახით ნამდვილად ღირსეული მოწინააღმდეგე გვყავდა და მიხარია, რომ პირველი თამაში 3 ქულით დავიწყეთ”.

მატჩის დროს "დილას” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მოდებაძემ ტრავმა მიიღო. ჩვენ ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით და ამის თაობაზეც ვკითხეთ მწვრთვნელს. მისი თქმით, ირაკლის არყოფნა სერიოზული დანაკლისი იქნება ევროპალიგის პლეი ოფში. რამდენად მძიმეა ტრავმა, ეს სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვევა.

გიორგი კიკნაძე ("სიონის” მთ. მწვრვთნელი): "გორის "დილას” ვულოცავ გამარჯვებას. ჩემს ბიჭებს კი მინდა მადლობა გადავუხადო ბრძოლისთვის და მონდომებისთვის. სეზონის დასაწყისია და რთულია ისეთ გუნდს ეთამაშო, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. გორის გუნდი, უეფას თამაშებიდან გამომდინარე, კარგ ფორმაშია. ჩვენც ტურიდან ტურამდე მოვუმატებთ და თითოეული ქულისთვის ვიბრძოლებთ.

დღევანდელი შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ. როგორ შეიძლება წაგებული თამაშით კმაყოფილი იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პირველი ოფიციალური თამაში იყო, გამოჩნდა, რომ ბიჭებმა მოგებისთვის ყველაფერი გააკეთეს. მომენტებს ქმნიდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ”.

კატეგორია: საქართველო | ნანახია: 300 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: