9:12 PM
გიორგი დევდარიანი: “თბილისში გადაწყდება ჩვენს შორის ვინ არის უძლიერესი”



ვენის "რაპიდსა” და გორის "დილას” შორის გამართული მატჩის შემდეგ, გიორგი დევდარიანმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი.

როდესაც ვაკვირდებოდით ტრიბუნიდან თამაშს ჩანდა, რომ გორის „დილა" ხშირად კარგავდა ბურთს. რასთან იყო ეს დაკავშირებული?

„ეს ალბათ დაკავშირებულია ჩემს სტრატეგიულ შეცდომასთან. პირველი ტაიმი ვცდილობდი რომ კონტრშეტევებზე გვეთამაშა და სპეციალურად დავუთმეთ სათამაშო სივრცე და უფრო მეტად დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთელები გამოვიყვანეთ მინდორზე, რათა კონტრშეტევებზე გვეხეირა. ვერ გამოვიყენეთ ასპროცენტიანი მომენტი და იქიდან წამოსულებმა მივიღეთ გოლი.
მეორე ტაიმში სხვანაირი გეგმა გვქონდა, რომელიც უკეთ განხორციელდა."

როგორ შეაფასებდით თქვენი გუნდის დღევანდელ გამოსვლას და თბილისში შანსები როგორია?

„შანსები ისევ 50/50-ზეა. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ დღეს რთული თამაში იქნებოდა და თბილისში გადაწყდება ჩვენს შორის ვინ არის უძლიერესი. ჩვენ უგოლო ფრის შემთხვევაშიც გვექნებოდა გოლი გასატანი და ამ შემთხვევაშიც იმავე ამოცანის წინაშე ვდგავართ და თბილისში აბსოლუტურად სხვა ხასიათის თამაში იქნება.”

„დილას" პრესსამსახური

ნანახია: 310 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: