11:40 AM გიორგი დევდარიანი: “ტრიბუნებზე ხვალ სრულ ანშლაგს ველოდებით” | |
![]() 29 აგვისტოს, 20:00 საათზე, გორის "დილა” ევროპა ლიგის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვენის "რაპიდის” წინააღმდეგ გამართავს. ერთი კვირის წინ ავსტრიაში გამართული დაპირისპირება გორელთა მინიმალური მარცხით, 0-1 დასრულდა, რამაც დევდარიანს გუნდს რეალური შანსი დაუტოვა, რომ ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლოს. "რაპიდის” მთავარი მწვრთნელის შემდგომ, მიხეილ მესხის მედიადარბაზში ჟურნალისტებს "დილას” თავკაცი, გიორგი დევდარიანი გაესაუბრა: "ხვალინდელ თამაშს დიდი მნიშვენლობა აქვს არა მხოლოდ "დილასთვის” და გორისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. ვეცდებთ, ხვალ ჩვენი გულშემატკივარი და ქართული ფეხბურთის ქომაგი გავახაროთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა, ყველა ფეხბურთელი მზადაა და მაქსიმუმის გაკეთებას ვეცდებით. რასაკვირველია, მხოლოდ პატრიოტული მიდგომით საქმე არ გამოვა, ამიტომ უშუალოდ მოედანზე მოგვიწევს ჩვენი უპირატესობის დამტკიცება. მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო "რაპიდის” მიმართ, რომელსაც საკმაოდ ძლიერი სპეციალისტი უდგას სათავეში. პირველ შეხვედრაშივე გამოჩნდა, რომ მათ კარგად ჰქონდათ ჩვენი თამაში და სისუსტეები შესწავლილი. თუმცა ის, რომ მათ ვერ შეძლეს საკუთარი უპირატესობის განმტკიცება, ეს არამარტო მათი ბრალი, არამედ დაცვაში ჩვენი კარგი თამაშის ბრალიცაა. ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო მატჩში "ადმირას” წინააღმდეგ მან ძირითადი შემადგენლობა დაასვენა და ფაქტია, რომ ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რასაც ვენაში მატჩისშემდგომ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, როდესაც ქართველების მიმართ მასობრივი დევნა განხორციელდა. თუმცა მინდა ჩვენ გულშემატკივარს ვუთხრა, რომ ავსტრიული გუნდის ფეხბურთელები და ქომაგები ამასთან არაფერ შუაში არიან. ხვალ ტრიბუნების მთელი ძალისხმევა მოედნისკენ და ჩვენი გუნდის მხარდაჭერისკენ უნდა იყოს მიმართული, ვინაიდან ეს ფეხბურთია და ამას კავშირი მსგავს უსიამოვნო ფაქტებთან არ უნდა ჰქონდეს. ხვალ სრულ ანშლაგს ველოდები”, – განაცხადა დევდარიანმა. ოთარ მუმლაძის ფოტო | |
|
სულ კომენტარები: 0 | |