10:03 AM
გიორგი დევდარიანი: “რაპიდთან” შანსები 50/50-ზეა!



გუშინ გორელებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართეს გერარდ ჰანაპის სახელობის სტადიონზე, სადაც დღევანდელი შეხვედრა გაიმართება.
სათამაშო მინდორი კარგ მდგომარეობაშია. გიორგი დევდარიანმა შეგირდები მსუბუქად დატვირთა. წვრთნამ სულ 45 წუთამდე გასტანა. როგორც მოგეხსენებათ, გუნდს ამ პრინციპული დაპირისპირებისთვის ირაკლი მოდებაძე აკლია, სხვა ყველა დანარჩენი ფეხბურთელი მწყობრშია. თითოეულ მათგანს გათავისებული აქვს ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობა და საკმაოდ სერიოზულად უდგებიან საქმეს.

ვარჯიშის დაწყებამდე გიორგი დევდარიანმა მასპინძელი ჟურნალისტის რამოდენიმე შეკითხვას უპასუხა:

თქვენ პლეი-ოფამდე წაუგებლად და გოლგაუშვებლად მოხვედით. რა შედეგი დაგაკმაყოფილებთ ხვალინდელ შეხვედრაში?

„რათქმაუნდა გამარჯვება, მაგრამ არც შედეგიან ფრეზე ვიტყოდით უარს."

შანსებს როგორ შეაფასებდით?

„პლეი-ოფში გამოკვეთილი ფავორიტი არ არის და ამრიგად შანსებს 50/50-ზე შევაფასებ."

რამდენად იცნობთ „რაპიდს" და თუ შეისწავლეთ მათი თამაში?

„მოწინააღმდეგეზე საკმაო ინფორმაციას ვფლობთ. დავესწარით მათ შიდაჩემპიონატში გამართულ ბოლო შეხვედრას და საკმაო წარმოდგენა შეგვექმნა მოწინააღმდეგეზე."

და ბოლოს, ვიცით რომ ამ შეკითხვას არ პასუხობენ, მაგრამ მაინც გვინდა თქვენი გუნდის სუსტ და ძლიერ მხარეებზე გვითხრათ?

"ამას ხვალინდელი შეხვედრა დაგვანახებს.”

შეგახსენებთ, დღეს შეხვედრა თბილისის დროით 23:05 წუთზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზეა დაგეგმილი, ხოლო ამ შეხვედრას შვედეთის მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი სტეფან იოჰანსონი იქნება.

„დილას" პრესსამსახური

ნანახია: 345 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: