3:20 PM
გიორგი დევდარიანი „დილას“ მთავარი მწვრთნელია



ვალდას ივანაუსკასის წასვლის შემდეგ, „დილას" სათავეში გიორგი დევდარიანი ჩაუდგა. ახალგაზრდა სპეციალისტს საკმაო გამოცდილება აქვს უმაღლეს ლიგაში მოღვაწეობის.
2001 წელს მისი გაწვრთნილი თბილისის „თბილისი" საკმაოდ ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, სადაც წარმოაჩინა კიდეც თავი საინტერესო სპეციალისტად, რაც ქართველ გულშემატკივარს უთუოდ უნდა ახსოვდეს. შემდეგ
2009  წლიდან ბატონი გიორგი მოღვაწეობდა საქართველოს 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებში, რომლებმაც ელიტრაუნდში მოხვედრით დაამახსოვრეს ქართველ გულშემატკივარს თავი. იგი ასევე გახლდათ 21 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. შემდეგ იგი მუშაობდა თბილისის „დინამოს" მთავარ მწვრთნელად.
ამიერიდან გიორგი დევდარიანი „დილას" მთავარ მწვრთნელად იმუშავებს.
აქვე მოგახსენებთ, რომ
4 ივნისს 13:00 სთ.-ზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში შედგება „დილას" ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი დევდარიანის წარდგენა.

„დილას" პრესსამსახური

ნანახია: 291 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: