10:29 PM
გიორგი დევდარიანი: “ჩვენ ვეცადეთ, მაგრამ იმ უსირცხვილოებმა შეგვიშალეს ხელი”



გორის "დილას” მთავარმა მწვრთნელმა თბილისის "დინამოსთან” მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. გიორგი დევდარიანი ძალიან აღელვებული ჩანდა.

"ვეცადეთ სანახაობა შედეგში აგვესახა, მაგრამ ვერ შევძელით. არის კადრები და იმედია, რომ უსამართლობას წერტილი დაესმება. მინდა, რომ დავივიწყოთ დღევანდელი თამაში და ფიქრი მომავალ მატჩზე დავიწყოთ. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს და ფეხბურთელებს თავდადებისა და მონდომებისთვის.

რაც შეეხება ევროპალიგაზე ჩვენს მეტოქეს, ბევრს ვერაფერს ვიტყვი "რაპიდზე”. დღემდე "დინამოზე” ვფიქრობდი, დიდი პასუხისმგებლობა მქონდა ამ მატჩის მიმართ. მინდოდა იმ სითბოს სანაცვლოდ, რასაც ადგილობრივი გულშემატკივარი ჩემს მიმართ იჩენს, დღეს კარგი თამაში გვეჩვენებინა. ჩვენ ვეცადეთ, მაგრამ იმ უსირცხვილოებმა შეგვიშალეს ხელი და არ გამოვიდა კარგი თამაში.

ვენის "რაპიდთან” აბსოლუტურად სხვა თამაში იქნება. ყველაფერი შედარებითია. დღეს "დილა” უკეთ გამოიყურებიოდა, ვიდრე "დინამო”-, განაცხადა დევდარიანმა.

წყარო: Geosports.ge

ნანახია: 302 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: